სოციალური პროექტი "ჩვენც დავბერდებით" რეფლექსია და ფოტომასალა
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლის ნათელა
შაინიძის სოციალური პროექტის „ჩვენც დავბერდებით“
რ
ე ფ ლ ე ქ ს ი ა
2019 წლის ნოემბრის თვეში განვახორციელე სოციალური პროექტი „ჩვენც დავბერდებით“.
პროექტის მიზანი იყო გაეცნოთ და გაეთავისებინათ მოსწავლეებსა და საზოგადოებას, რომ მოხუცებიც, ისე უნდა გრძნობდნენ თავს საზოგადოებაში, როგორც სხვა
ასაკის ადამიანები.ისინი არ უნდა თვლიდნენ თავს
შეურაცხყოფილად, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ჩვენც დავბერდებით.
პროექტის გეგმის შედგენის
დროს ჩართული მყავდა მოსწავლეებიც, რამაც ხელი შემიწყო რომ პროექტი საინტერესო და შინაარსიანი ყოფილიყო.
პროექტის შედეგებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, პროექტმა მიზანს მიაღწია.
დაგეგმილი აქტივობები გეგმის მიხედვით წარიმართა.
ვერ განვახორციელეთ ყველა მოხუცის დაგეგმილ ღონისძიებაზე მოყვანა, რა შიც ხელი შეგვიშალა მოხუცების არასწორმა ხედვამ პროექტის მიმართ.
პროექტი ყველაზე წარმატებული
იყო მოსწავლეების მათი მშობლების და სოფლის
მაცხოვრებლების ჩართულობით. პროექტში განსაკუთრებით
საინტერტესო იყო დაგეგმილ ღონისძიებაზე მოსული მოხუცების ემოციები, აღტაცება და მათი
ბედნიერი სახეების გამოხედვა მადლიერების ნიშნად
სკოლის მოსწავლეების მიმართ
მოსწავლეებს მოეწონათ
პროექტის მიზანი და არსი და უფრო მეტი ხალისი და მონდომება გაუჩნდათ, რომ აკეთონ სიკეთე
და დაეხმარონ მოხუცებს როგორც სულიერად
ასევე ფიზიკურადაც.
პროექტის შედეგად
მიიღეს პროექტის მონაწილეებმა მეტი ცოდნა მის შესახებ,
თუ რაოდენ დასაფასებელი და პატივსაცემი
არიან მოხუცები, რადგან დიდია მათი ღვაწლი
ჩვენ ცხოვრებაში. მათი დამსახურებაა დღევანდელი ქართული ადათ წესების,
ტრადიციების, კულტურის მოტანა არ ვიქნებოდით ჩვენ თუ არა ისინი .პროექტის
მსვლელობის დროს ცვლილებები არ შემიტანია.
პროექტის ნაკლი შეიძლება
ჩაითვალოს ის რომ პროექტი არ იყო ფართომაშტაბიანი.
არ იყო დაგეგმილი მომიჯნავე თემის მოსახლეობის ჩართულობა. სხვა შემთხვევაში მსგავსი პროექტის დაგეგმვის შემთხვევაში
გავალისწინებული იქნება უფრო მეტი საზოგადოების ჩართულობა რაა ფართომაშტაბიანი იყოს
პროექტის არსი და შედეგი.
საბოლოო ჯამში პროექტმა
მიზანს მიაღწია, საზოგადოებამ უფრო მეტი გაიგო მოხუცთა უოფა ცხოვრების შესახებ და მეტიპატივისცემით და ყურადღებით უნდა იყვნენ მათ მიმართ, რაც გამოიხატება
პროექტის მსვლელობის დროს მათ ჩართულობაში მხარდაჭერით.
Comments
Post a Comment