ქართული ენის გაკვეთილის რეფლექსია და ფოტო მასალა
რეფლექსია
2019 წლის 27 მაისს ჩავატარე გაკვეთილი ქართულ ენაში,
ი.ს.ტ-ს გამოყენებით, გაკვეთილის თემა იყო
კუმშვა.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს შეძლებოდათ მართებულად დაელაგებინათ ბრუნვის ფორმები.შეეადარებინათ
სიტყვები მორფოლოგიური აგებულების მიხედვით და გამოეყენებინათ პრაქტიკაში.
გაკვეთილი დავიწყე მისალმებით, მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა,
და მიზანი, ასევე შევახსენე გაკვეთილზე ქცევის წესები.
გაკვეთილი დავიწყე
წინარე ცოდნის გააქტიურებით, მოსწავლეებს წყვილებში მივეცი ვორდის ფაილში დამზადებული
დავალება, რომელიც ვაჩვენე პროექტორით.
გაკვეთილის ახსნა
დავიწყე არსებითი სახელის ბრუნებით, ჯერ ვაბრუნე ფუძეუკუმშველი სახელი, ხოლო შემდეგ
ფუძეკუმშვადი სახელი ,,წყალი“, მოსწავლეებს ავუხსენი ფუძე კუმშვადი სახელები და ის
სიტყვები, რომლებსაც ფუძე ეკუმშებათ.
დაფასთან გამოვიყვანე
ერთი მოსწავლე და ვაბრუნებინე ფუძეკუმშვადი სიტყვა.
იმის გასაგებად
თუ როგორ გაიგეს მოსწავლეებმა ახალი მასალა და როგორ გამოიყენებენ მას პრაქტიკაში,
მოსწავლეებს შევთავაზე LEARNING-ში შესრულებული დავალება შეარჩიეთ სწორი
პასუხი“ სადაც მოსწავლეებს უნდა აღენიშნათ 4 ვარიანტიდან ერთი სწორი პასუხი, ეს დავალება
ყველამ წარმატებით შეასრულა, რის შემდეგაც მივხვდი რომ მიზანი მიღწეული მაქვს,
გაკვეთილის ბოლოს
მოსწავლეებს მივეცი დავალება: აბრუნონ 5 ფუძეკუმშვადი სახელები.
მოსწავლეები შევაფასე
წინასწარ შემუშავებული შეფასების კრიტერიუმებით, რომელიც თან ახლავს გაკვეთილს.
ვფიქრობ მიზანი
მივაღწიე თუმცა კარგი იქნებოდა მოსწავლეთათვის დავალების ინსტრუქციისათვის დამეთმო
უფრო ნაკლები დრო, რომელიც საშუალებას მომცემდა არ გადამეცილებინა საგაკვეთილო დროს
2 წუთით, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებ შემდეგ გაკვეთილზე.
28.05.2019
ნ.შაინიძე
Comments
Post a Comment