სოციალური პროექტის "როგორ გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას" რეფლექსია



კლასის ხელმძღვანელის რეფლექსია განხორციელებულ პროექტზე

მას შემდეგ, რაც შევნიშნე, რომ ჩემი მოსწავლეეები ზოგჯერ გამოუძინებელი მოდიან სკოლაში, არასწორად იკვებებიან, არ იციან,  როგორ გაუფრთხილდნენ თავიანთ ჯანმრთელობას, გადავწყვიტე, ისინი შემეხვედრებინა  ჩვენი უბნის ექიმ მარადი კახაძესთან. მას დიდი ხანია, რაც ვიცნობ, ვიცი, რომ  მეტად პატივსაცემი პიროვნება და ცნობილი ექიმია. გარდა ამისა, ვიცი, რომ მეტად მნიშვნელოვანია ექიმის  ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.

მიზანი:
·         ექიმის  ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში;
·         პატარებისთვის სხვადასხვა ინფორმაციის გადაცემა ჯანმრთელობის საკითხებზე;

ექიმთან შეხვედრამდე გავწიე სხვადასხვა მოსამზადებელი სამუშაო:
პირველი ნაბიჯი --(14. 10.2019.-დან   21 .10 .2019-მდე) -- მოვაწყვე  გამოკითხვები, დისკუსიებს თემაზე:,,როგორ ვუფრთხილდებით  საკუთარ ჯანმრთელობას“.
მეორე ნაბიჯი -- (24 .10 .2019-დან  28 .10 .2019-მდე)--ექიმს დაველაპარაკე  შეხვედრის თაობაზე, ერთად მოვილაპარაკეთ, რა საკითხზე იქნებოდა  უფრო საჭირო ყურადღების გამახვილება, დავთქვით  შეხვედრის დრო, შევთანხმდით სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებაზე, რათა ბავშვებს უფრო გაუადვილდეთ ინფორმაციის აღქმა.
მესამე  ნაბიჯი    --   2019 წლის    5 ნოემბერის  შევხვდით  ექიმ მშობელს. დავეხმარე მას, რომ ეს შეხვედრა ნაყოფიერი და სასარგებლო ყოფილიყო  ჩვენი პატარებისთვის.
მეოთხე ნაბიჯი     6   ნოემბერს -მოვახდინე  პროექტის შეჯამება, ბავშვებთან ჩავატარე ზეპირი   გამოკითხვა, დავაკვირდი, რამდენად კარგად გაიგეს მათ ექიმთან შეხვედრის დროს მიღებული ინფორმაცია.
            2019 წლის 5 ნოემბერს  ექიმი  ჩემს სადამრიგებლო კლასს ეწვია.  ბავშვები მას  მეტად გულთბილად შეხვდნენ. დიდი ინტერესით მოუსმინეს მის საუბარს, რომელიც საპრეზენტაციო სლაიდ-შოუს თანხლებით მიმდინარეობდა.
ექიმი ბავშვებს ესაუბრა: თუ რას ნიშნავს ჯანმრთელობა, რა უნდა გავაკეთოთ მის შესანარჩუნებლად.  ესაუბრა სწორად კვებაზე, ვიტამინებზე, რომლებიც კვების სხვადასხვა ჯგუფში მოთავსებულ პროდუქტებში შედიან. აუხსნა ბავშვებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღის რეჟიმის შედგენა და მისი განხორციელება, რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესი, რამდენად მნიშვნელოვანია დროზე დაძინება, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ვარჯიში, სხვადასხვა მავნე ჩვეულების დროულად აღმოფხვრა.  ისაუბრა ჰიგიენაზე, ბავშვებს მიაწოდა ინფორმაციები ბაქტერიებზე, ვირუსებზე.



დაარწმუნა ბავშვები, რომ შესაძლებელია სხვადასხვა დაავადების პრევენცია, ისაუბრა კბილების მოვლის აუცილებლობაზე.
ექიმი ბავშვებს ესაუბრებოდა დამაჯერებლად, პატარებისთვის გასაგები ენით. დასასრულს, მან  ბავშვებს უჩვენა საინტერესო მუსიკალური კლიპი სწორად კვების აუცილებლობაზე.
პირველკლასელებმა ექიმს უამრავი შეკითხვა დაუსვეს. სტუმარმა მათ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.
ამირანს   რომელსაც ჩვევად აქვს თითის ან კალმის პირში ჩადება და ღრღნა, ექიმს უთხრა, რომ დარწმუნდა ამ ჩვევის მავნებლობაში და  რომ ის ამ ქცევას  აუცილებლად მოიშლის. ვაკვირდებოდი, თუ როგორ ცდილობდა  ამირანი  დღის განმავლობაში ამ ჩვევის უკუგდებას, როცა ბავშვები ახსენებდნენ,  ძველებურად არ ღიზიანდებოდა, ეთანხმებოდა და ასრულებდა.
ექიმი და  ბავშვები ერთმანეთს  თბილად დაემშვიდობნენ და ერთად ფოტოც გადაიღეს. სთხოვეს,  რომ ხშირად მოვიდეს სკოლაში. ექიმმა  დიდი კმაყოფილება გამოხატა ამ შეხვედრის გამო.
შედეგი:
·         შედგა  ექიმის  ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში;
·         ბავშვებმა უამრავი სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს ჯანმრთელობის საკითხებზე.
·         პატარები ექიმს დაჰპირდნენ, რომ აუცილებლად შეასრულებენ მის რჩევა-დარიგებას.

პროექტის მონიტორინგი

1.    მოხდა,თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
პროექტით განსაზღვრული ყველა მიზანი მიღწეულია.
2.    რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
აქტივობები გეგმის მიხედვით განხორციელდა.
3.    რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?
განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ექიმთან შეხვედრის  დღე,   როგორც  ექიმისთვის,     ასევე  მოსწავლეებისთვისაც.
4.     რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
პროექტის შედეგად ბავშვები დარწმუნდნენ, რომ თავიანთ ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდნენ, იკვებონ ჯანსაღი პროდუქტებით, დროზე დაიძინონ, დაიცვან დღის რეჟიმი, მოუარონ კბილებს, დაკავდნენ სპორტით...
5.    პროექტის აქტივობები გეგმის გათვალისწინებული ყველა აქტივობა  განხორციელდა, მსვლელობისას რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება არ მომხდარა.
6.     მომავალში -უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ, რომ ადამიანური რესურსი გამოვიყენო მოსწავლეთა სასარგებლოდ. სკოლაში განვახორციელებ მშობელთა ჩართულობის პროგრამას.





Comments

Popular Posts