სოციალური პროექტი "გავიცნოთ ერთმანეთი" გეგმა


სოციალური პროექტი - გავიცნოთ და ვიმეგობროთ

წალკის  მუნიციპალიტეტის  ავრანლოს  საჯარო სკოლა I კლასი
  პროექტის  ხელმძღვანელი -  ნათელა შაინიძე :  ქართული ენის.
                                                      მათემატიკის, ბუნებისმეტყველების,სახვითა და გამოყენებითი ხელოვნებისა
                                                      და    სპორტის  მასწავლებელი
                                               

 2019- 2020  სასწავლო წელი

პროექტის აქტუალობა
პირველკლასელთათვის უმნიშვნელოვანესია სკოლასთან ადაპტაციის პირველი პერიოდი. ამ დღეებში ბავშვი თანდათან ეცნობა მისთვის ახალ გარემოსა და ადამიანებს, ამყარებენ  ურთიერთობებს  ერთმანეთთან . შეგუების პროცესში კი სირთულეებსაც აწყდება.განსაკუთრებით სხვა ეროვმების  მოსწავლე, რომელმაც ქართული არ ივის .ამიტომ მასთან განსაკუთრებული მიდგომა და მეთოდია საჭირო. 
პროექტის ხანგრძლივობა    
                                                             23.09   2019 – 11.10  2019
მიზანი
·         ახალ გარემოსთან შეგუების პროცესის დადებითად წარმართვა;
·         ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს შექმნა.
ენის ბარიერის დაძლევა
ამოცანები და განხორციელების გზები
              
      აქტივობები:

1.    (24. 09  2019– 28. 09 2019) ბავშვებზე დაკვირვება:
*ბავშვების ინტერესების, შესაძლებლობების, ცოდნისა და უნარების შესწავლა;
* ინდივიდუალური საუბრები მშობლებთან;
* პირველკლასელთა ადაპტაციის პროცესის ხელშემწყობი აქტივობების დაგეგმვა.


2.    (01. 10  2019 – 05. 10 2019) ღონისძიებები:
* ოთახის მორთვა ბუშტებით, ფერადი ილუსტრაციებითა და წიგნებით;
* წრიულად დასხდომა. ერთმანეთისთვის ბურთის გადაცემა (ბურთიანი სხვებს ეუბნება, რა უყვარს ყველაზე მეტად);
* ერთმანეთთან საუბარი სამახსოვრო დღეების შესახებ;
* მეწყვილის არჩევა და ცეკვა;
* როლური თამაში „სახლობანა“;
* კვირის შეჯამება - რა მოეწონათ? რისი გაკეთება სურთ ხვალ?



3.    (08. 10  2019 – 11.  10. 2019) ერთობლივი საქმიანობები:
* გასეირნება სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე;
* სახალისო თამაში „მატარებელი“;
* შემოდგომის კუთხის მოწყობა;
* „ვმღერით ყველა“;
* მოძრავი თამაში „ყინული და ცეცხლი“.
შედეგი

·           მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში;
·           პოზიტიური ურთიერთობის დამყარება;
·            სასკოლო გარემოს მიმართ ინტერესის გაზრდა.
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
  1.   მივაღწიეთ თუ არა დასახულ მიზნებს?
  2.   რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
3.რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?
4. რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?





Comments

Popular Posts