სოციალური პროექტი "ჩვენი დედაენა" რეფლექსია და ფოტომასალა


რეფლექსია

 რადგან 2018/2019 სასწავლო წელს მყავდა მეოთხე კლასი, ისინი ამთავრებდნენ ჩემთან სწავლის პერიოდს, დავგეგმე დედაენასთან გამოთხოვების ღონისძიება სახელწოდებით ,,ჩვენი დედაენა“
  ჩემი პროექტი იყო სოციალური, რადგან მისი განხორციელება ხელს უწყობდა მოსწავლის, თემისა და საზოგადოების შემომედებითი და კულტურული ცხოვრების განვიტარებას.
ღონისძიებისატვის მზადება დავიწყე აპრილში, მოსწავლეები იცნობენ იაკობ გოგებაშვილს, მე მის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდე, წავუკითხე მისი მოთხრობები, გავუნაწილე როლები და დაივწყეთ ინსცენირებისათვის მზადება.
 მოსწავლეებს გავაცან ასევე იაკობ გოგებაშვილისა და მისი დედაენის შესახებ ქართველ პოეტთა  ლექსები და ვასწავლე ლექსების გამომეტყველებით კითხვა;
ღონისძიების მომზადებაში დამეხმარა ხელოვნების მასწავლებელმა  გურამ იაკობაძმ, , რომელმაც მოსწავლეები მოამზადა ხალხურ ცეკვებსა და სიმღერებში;
 ღონისძიება დავთქვით 15 ივნისს, მშობლების დახმრებით მოვამზადე სცენა და ვიზრუნე მოსწავლეთა ჩაცმულობაზე.
ღონისძიებაზე დაგვესწრო სოფლის მოსახლეობა,, მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები.
ღონისძიებაზე გამქონდა ნომინაციები, გამოვავლინე საუკეთესო მკითხველი, საუკეთესო ანგარშში, საუკეთესო ცეკვაში, საუკეთესო სიმღერაში, საუკეთესო ხატვაში და საუკეთესო უცხო ენაში.

               მომავალში როდესაც მსგავს პროექტს ჩავატარებ, გავითვალისწინებ მოსწავლეთა ინტერესებს და მის მიხედვით ჩავაბამ პროექტში, რადგან მსვლელობის დროს მეტი ჩართულობა იყოს, ასევე მშობლებთან მექნება მუდმივი კავშირი და ინფორმაციის მიწოდება, რომ არ იყოს გაუგებრობა და ინფორმაციის ნაკლებობა. თუ რა სახის ღონისძიებაა და რა არის მისი მიზანი.
          ვფიქრობ, პროექტი საინტერესო იყო და მიზანს მიაღწია, რადგან მოსწავლეებმა სრულად გაიგეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს იაკობ გოგებაშვილსა და მის დედაენას ქართველი ხალხის ცხოვრებაში.
გულნარა პაპიძე.








Comments

Popular Posts