პროექტის რეფლექსია და ფოტო-მასალა


სსიპ წალკის მუნიციპალიტეტისსოფ. ავრანლოსსაჯარო სკოლის,
მე-4 კლასის მასწავლებლის ნათელა შინიძის  სოციალური  პროექტის რეფლექსია
2019  წლის  24 აპრილს  ავრანლოს საჯარო სკოლის მე-4  კლასის მოსწავლეებმა მოაწყეს პროექტის პრეზენტაცია  თემაზე  „ცხოველებზე ძალადობა“.პროექტი განვახორციელე გეგმის თანახმად  , კორექტივები არ შემიტანია.პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს მოეძიათ ცხოველებზე ძალადობის  ირგვლივ ინფორმაცია და დაემუშავებინათ ტექნოლოგიების გამოყენებით.მიღებული ინფორმაციის დამუშავება და დახარისხება.პრევენციული ზომებისა და რეკომენდაციების  შემუშავება  და აღნიშნული ინფორმაციის  გაზიარება როგორც  თანატოლებთან ისე  ფართო საზოგადოებასთან.
პროექტის ყველაზე ძლიერი მხარე  ჩემი აზრით იყო მოსახლეობის გამოკითხვა. მოსწავლეებს მოსწონდათ კორესპონდენტის როლში ყოფნა, გაიაზრეს თუ  რამდენად პრობლემურია დღეს ცხოველებზე ძალადობა  და იმსჯელეს პრობლემის  გადაჭრის გზებზე.
პროექტის მსვლელობისას მოვახდინე  დაკვირვება  მოსწავლეთა ჯგუფების მუშაობაზე,  თითეული  მოსწავლის როლსა და მიღწეულ შედეგზე. საჭიროების შემთხვევაში მივეცი მათ  დროული უკუკავშირი.  პროექტის დასასრულს მოვახდინეთ შეფასება პროექტის შეფასების რუბრიკით, რომელსაც ჰქონდა განმავითარებელი ხასიათი.  შევაფასე თითოეული მოსწავლის ჩართულობა  პროექტის მსვლელობაში  და მოვახდინე მოსწავლეთა  ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება. თვითშეფასების კითხვარი  მოსწავლეებს დაეხმარა  თავიანთი თავის შეფასებაში. გაიგეს თუ რა წვლილი შეიტანეს  პროექტზე მუშაობისას.  ეს მათ მომავალ პროექტზე მუშაობაშიც გამოადგებათ.   მე  როგორც პროექტის ხელმძღვანელმა გამოცდილება მივიღე სამომავლოდ მსგავს პროექტზე მუშაობაზე.


პროექტის ამსახველი ფოტო მასალა





Comments