ბუნებისმეტყველების გაკვეთილის რეფლექსია და ფოტო მასალა


რეფლექსია
2019 წლის  3 ივნისს  გაკვეთილი  ჩავატარე ბუნებისმეტყველებსაში ი.ს.ტ-ს გამოყენებით, გაკვეთილის თემა იყო ,,ძუძუმწოვრების სასიცოცხლო ციკლი“
 გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს შეეძლოთ ძუძუმწოვრების სასიცოცხლო ციკლის ეტაპების ამოცნობა,  მასთან დაკავშირებული ცვლილებების  აღწერა, დაკვირვების შედეგების წერილობით წარმოდგენა.
გაკვეთილი დავიწყე მისალმებით, მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა, და მიზანი, ასევე შევახსენე გაკვეთილზე ქცევის წესები.
გაკვეთილი დავიწყე წინარე ცოდნის გააქტიურებით, მოსწავლეებს ვაჩვენე ვიდეო ბაყაყის სასიცოცხლო ციკლი, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებს გავახსენე ამფიბიების სასიცოცხლო ციკლი რაც დამეხმარა ახალ მასალაზე გადასვლით.
გაკვეთილის ახსნა დავიწყე ჩემს მიერ ფორმატზე  შესრულებული ძაღლის სასიცოცხლო ციკლის ჩვენებით, მოსწავლეებმა თვითონ აღწერეს ძღლის სასიცოცხ;ლო ციკლი, მე ვიყავი ფასილიტატორი.
შემდეგი აქტივობა განკუთვნილი იყო იმისღთვის თღუ როგორ გაიგეს ახალი მასალა და როგორ შეძკებენ გამოიყენონ პრაქტიკაში, მოსწავლეებს შევთავაზე learning app-_ში შესრულებული სავარჯიშო.ასევე გაიხსენეს ცხოველთა ნაშიერების სახელები.
ჯგუფურ მუშაობაში შევთავაზე ასევე learning-ში ჩემს მიერ შექმნილი კროსვორდი, უნდა შეევსოთ ძუძუმწოვართა ნაშიერების სახელებით. 
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს მივეცი დავალება: მოსწავლის წიგნში 1, 2 კითხვაზე პასუხი  გვ.37.
მოსწავლეები შევაფასე წინასწარ შემუშავებული შეფასების კრიტერიუმებით, რომელიც თან ახლავს გაკვეთილს.
ვფიქრობ მიზანს, თუმცა მოხდა გაუთვალისწინებელი კომპიუტერული ხარვეხი ( ვიდეო გვიან ჩაირთო) რის გამოც გადავაცილე საგაკვეთილი დროს 3 წუთით.



04.06.2019                                                                                    ნ.შაინიძე




გაკვეთილის ამსახველი ფოტო მასალა














Comments