სოციალური პროექტის რეფლექსია და ფოტო-მასალა


სოციალური პროექტის „გაუფრთხილდეთ დედაბუნებას“ რეფლექსია
2019  წლის 5  ივნისს  მსოფლიოში ბუნებისდაცვის დღესთან დაკავშირებით  გაიმართა ავრანლოს საჯარო სკოლის მეოთხე კლასში პროექტის  პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდა მშობლები, ბიოლოგიის მასწავლებელი და კათედრის თავმჯდომარე. 
  პროექტის თემა:       გაუფრთხილდეთ დედაბუნებას“
  პროექტზე მუშაობის ვადები: დასაწყისი 24 .04. 2019,  დასასრული- 05.06.2019
   პროექტის აქტუალობა/რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი ჩვენთვის?
თანატოლებთან ურთიერთობა მნიშნელოვან როლს თამაშობს მოზარდების პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში.
მნიშვნელოვანია პატარებმა კარგად გააცნობიერონ გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მდგომარეობა და იზრუნონ მასზე, ამასთან ერთად დარწმუნდებიან რომ სუფთა გარემო ჯანმრთელობის საწინდარია  
ინტეგრირებული საგნები, ბუნება, ხელოვნება, ისტი
პროექტის სასწავლო მიზნები და სწავლების შედეგები
მიზნები:
Ø  დაკვირვების საფუძველზე აღწერონ ლოკალური გარემო;
Ø  განასხვავონ სუფთა და დანაგვიანებული გარემო და სიტყვიერად გადმოსცენ საკუთარი განწყობა კონკრეტული გარემოს მიმართ;
Ø  დაბინძურებული გარემოს შედეგად წარმოქმნილ საფრთხეებზე მოსაზრებების გამოთქმა, მსჯელობა იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან გარემოს დაბინძურება;
გრძელვადიანი მიზნები:               
ü  მოსწავლემ შეძლოს   ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა თანატოლებთან და უფროსებთან, შეძლოს  გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში.
ü  გააცნობიერონ გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდეთ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი.
მოსალოდნელი  შედეგები:       მოსაწვლეებს განუვითარდებათ გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევები, ეს გავლენას იქონიებს არამხოლოდ კონკრეტულ სამიზნე ჯგუფზე, არამედ დაწყებითი კლასების ბავშვებზე , რომლებთანაც ამჟამად ამ მხრივ შედარებით ნაკლები პრობლემაა  მასწავლებლების ძალისხმევით, თუმცა მათთანაც არსებობს საშიშროება იმისა, რომ დამოუკიდებლად იგივეს არგააკეთბენ, რასაც მასწავლებლის თანდასწრებით აკეთებენ. ამიტომ  მოსწავლეები კარგი მაგალითის მიმცემი იქნებიან და ეს არაპირდაპირ დადებით გავლენას იქონიებს  მათზე
მათ შორის მოსწავლეებს განუვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარები:
·         კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი
·         შემოქმედებითი უნარები
·         კომუნიკაციის უნარი
·         ინფორმაციის ზუსტად შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით
პროექტის მსვლელობა:
      პროექტის იდეა: გაჩნდა  როცა  მოსწავლეები ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე გარეთ გავიყვანე, მათ  დაათვალიერეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია და გამართეს მსჯელობა  რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ. როგორ ხდება გარემოს დაბინძურება, როგორ ბინძურდება ჰაერი, წყალი, ნიადაგი. . კითხვაზე როგორ დავიცვათ გარემო დანაგვიანებისაგან აიღეს ინტერვიუ ოჯახის წევრებისგან, მეზობლებისგან.
იმსჯელეს თუ რის გაკეთება შეუძლიათ გარემოს დასაცავად. ამ საუბრის შემდეგ ყოველ დასვენებაზე სკოლის ეზოში დარბოდნენ და თუ სადმე რამეს დაინახავდნენ ძირს დაგდებულს ნაგვის ურნაში აგდებდნენ. მოაწყეს სკოლის მიმდებარე ტეროტორიაზე დასუფთავების აქცია მესამე  კლასის მოსწავლეებთან ერთად, ასევე ჩართული იყვნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეებიც.
მოსწავლეებს ვესაუბრე გარემოს დანაგვიანების შესახებ, რომ ნაგავი ჩნდება იქ, სადაც ადამიანია. ადამიანები მოიხმარენ უამრავ საგანს, საკვებს, მასალას, რის შედეგადაც ჩნდება ის, რაც მათ აღარ სჭირდებათ - ნარჩენები.
შევთავაზე  აქტივობა – „ექსკურსია ბუნებრივ გარემოშიბავშვებს ვთხოვე, დააკვირდნენ გარშემო მყოფ საგნებს.
აქტივობისარსი იყო მოსწავლეებმა შეიგრძნონ და აღიქვან ბუნებრივი გარემო არა მარტო მხედველობით, არაამედ სხვა შეგრძნებითაც დამიხვდნენ, რომ ბუნებრივი გარემო განსხვავდება ადამიანის მიერ შექმნილი ყოფითი გარემოსგან.
საკლასო ოთახში დაბრუნების შემდეგ უპასუხეს კითხვებზე და გააკეთეს ჩანაწერები.
1.         სოფელს ემსახურება თუ არა სანაგვე მანქანა?
2.         როგორი გარემოა სკოლის ეზოში?
3.         როგორ გრძნობთ თავს ამ გარემოში?
4.         სად მიგაქვთ დაგროვილი ნაგავი
მოსწავლეებს თემასთან დაკავშირებით მოტივაციის ამაღლების მიზნით ვაჩვენე დოკუმენტური ფილმი,  http://hgjjkkiyts.blogspot.com/2013/, რომელშიც  ასახულია დაბინძურებული გარემო  და ადამიანთა ქმედებების სავალალო შედეგები. წარვმართეთ დისკუსია შემდეგ კითხვებზე:
-თქვენი აზრით რაზიანი მოაქვს გარემოს დანაგვიანებას ადამიანისათვის?
- თქვენი აზრით რაზიანი მოაქვს გარემოს დანაგვიანებას ცხოველებისათვის?
 პასუხი: რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მოქმედებს, როგორც ცხოველებზე ასევე ადამიანის ჯანმრთელობაზე“სუფთა გარემო ჯანმრთელობის საწინდარია“
ექსკურსია სკოლის გამწვანებულ გარემოში და მცირედისკუსიაკითხვებზე:
-           როგორ გგონიათ, ვისი მოქმედების შედეგად ბინძურდება გარემო?
არის თუ არა შესაძლებელი   თავიდან ავიცილოთ ჰაერის წყლის და საერთოდ გარემოს დანაგვიანება?
შევაჯამე მოსწავლეების მიღებული ცოდნა და გამოცდილება  ვიდეოჩვენებით  https://www.slideshare.net/lelagoginashvili1/ss-28607773
შეფასება:მოსწავლეების შეფასების ფორმა განმავითარებელი კომენტარებია. შეფასდნენ პროექტის სამივე ეტაპზე:
1.      შეფასდა მათი ინტერესები და წინარე ცოდნა
2.      თანამშრომლობის უნარი, ინფორმაციის მოძიების და დახარისხების უნარი
3.      პრეზენტაციაზე შეფასდა მათი საპრეზენტაციო უნარები და შემოქმედებითი უნარები
ხოლო საბოლოო შეფასება მოხდება კათედრის მიერ.
დასკვნა
 შემიძლია ვთქვა ,რომ ამ პროექტის შემდეგ ბავშვებს აღარ გაუჭირდებათ უპასუხონ კითხვებზე რა მნიშვნელობა აქვს გარემოს ადამიანისათვის, როგორ ზიანს აყენებს ადამიანი დედამიწას, რის გაკეთება შეუძლიათ მათ ამპრობლემის გადასაჭრელად დაროგორ უნდა მოიქცნენ ამისათვისგააკეთეს პროექტის ანალიზი და გამოიტანეს შესაბამისი დასკვნები.


 პროექტის ამსახველი სურათები  ატვირთულია ბლოგზე. ბლოგის მისამართი



პედაგოგის ხელწერა         : ნათელა შაინიძე

თარიღი: 06.05.2019 წელი








Comments

Popular Posts