სოციალური პროექტი " ჯანსაღი კვება ჯამრთელობაა" რეფლექსია და ფოტო-მასალა
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტისსოფ. ავრანლოს საჯარო სკოლა,
მე-4 კლასის მასწავლებლის ნათელა შაინიძის სოციალური
პროექტის რეფლექსია
2019 წლის 14
ივნისს ავრანლოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა მოაწყეს პროექტის
პრეზენტაცია თემაზე „ჯანსაღი კვება ჯანმრთელობაა“ .პროექტი
განვახორციელე გეგმის თანახმად ,
კორექტივები არ შემიტანია.პროექტის მიზანი იყომოსწავლეებს დავეხმაროთ ჯანსაღი
კვების უპირატესობების გააზრებაში, შევაჩვიოთ თავიდანვე იმას რომ სწორი კვება ჯანმრთელობის
საწინდარია.მოსწავლეების ინფორმირება საკვებში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების
ორგანიზმზე დადებითი ზემოქმედების შესახებ.
პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი საპრეზენტაციო,
თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების უნარების განვითარებას. პროექტის გაგრძელება იყო შეხვედრა უბნის ექიმთან, რომელმაც ბავშვების მიერ დასმულ ყველა კითხვას ჯანსაღი კვების შესახებ, ამომწურავად უპასუხა რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში.
პროექტის მსვლელობისას მოვახდინე დაკვირვება
მოსწავლეთა ჯგუფების მუშაობაზე, თითეული მოსწავლის როლსა და მიღწეულ შედეგზე. საჭიროების
შემთხვევაში მივეცი მათ დროული უკუკავშირი. პროექტის დასასრულს მოვახდინეთ შეფასება პროექტის
შეფასების რუბრიკით, რომელსაც ჰქონდა განმავითარებელი ხასიათი. შევაფასე თითოეული მოსწავლის ჩართულობა პროექტის მსვლელობაში და მოვახდინე მოსწავლეთა ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება. თვითშეფასების კითხვარი მოსწავლეებს დაეხმარა თავიანთი თავის შეფასებაში. გაიგეს თუ რა წვლილი
შეიტანეს პროექტზე მუშაობისას. ეს მათ მომავალ პროექტზე მუშაობაშიც გამოადგებათ. მე როგორც
პროექტის ხელმძღვანელმა გამოცდილება მივიღე სამომავლოდ მსგავს პროექტზე მუშაობაზე.
Comments
Post a Comment