ჩატარებული კონკურსის რეფლექსია და ფოტო-მასალა


რეფლექსია
სსიპ  წალკის  მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს  საჯარო სკოლის  IV კლასში 11-12 აპრილს დედაენის დღისადმი მიძღვნილ კვირეულში  ჩატარდა ,,გამართული კითხვისა და კალიგრაფიის“ კონკურსი.
კონკურსის მიზანი იყო, მოსწავლეებს განვითარებოდათ სწრაფად კითხვისა და კალიგრაფიის უნარი, ასევე მოცემულ დროში (1 წთ)წაეკითხათ ტექსტი სწორად გამართულად, გამომეტყველებით.
მოცემული კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე  კლასიდან გამოვლინდა  5 ფინალისტი.
მეორე ეტაპი ჩატარდა 12 აპრილს, მოსწავლეებმა წაიკითხეს მათთვის სრულიად უცნობი ტექსტი, მოსწავლეებს აფასებდა მშობლებისაგან და მასწავლებლებისაგან შემდგარი ჟიური.
ჟიურიმ გამოავლინა 3  გამარჯვებული მოსწავლე რომლებმაც გაინაწილეს პირველი, მეორე და მესამე ადგილები.
ჟიურიმ ასევე შეაფასა წინასწარ შესრულებული კალიგრაფიული ნაწერებიც.
ვფიქრობ მივაღწიე მიზანს, მოსწავლეებს განუვითარდათ გამართული კითხვისა და კალიგრაფიული ჩვევები, ასევე ისწავლეს დროის მართვა









Comments

Popular Posts