კონკურსისი გეგმა
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის
სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის IV კლასის გეგმა თემაზე ,, სწრაფი გამომეტყველებითი კითხვისა და კალიგრაფიულად წერის კონკურსი“
მასწავლებელი: ნათელა შაინიძე
კონკურსის მიზანი:მოსწავლეებს განუვითარდეს სწრაფად
კითხვისა და კალიგრაფიულად წერის ჩვევები, გამოუმუშავდეთ დროის დაცვის უნარი
ე.სგ.-ს მიხედვით მისაღწევი შედეგი:
ქართ. IV.
8 . მოსწავლემ უნდა შეძლოს
გაწაფულად კითხვა .
ქართ. IV 13. მოსწავლეს შეუძლია სტანდარტით
განსაზღვრულუ სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის
მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.
კონკურსის შინაარსი
სახელმწიფო ენის დღის აღსანიშნავად სსიპ წალკის მუნიციპალიოტეტის
სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის IV კლასის ხელმძღვანელმა(საგნის მასწავლებელმა) გადავწყვიტე
ჩამეტარებინა კონკურსი თემაზე ,,კალიგრაფიულად წერისა და სწრაფი გამომეტყველებითი კითხვის კონკურსი“კონკურსის
მიზანია მოსწავლეებს განუვითარდეთ სწრაფად კითხვისა და კალიგრაფიულად წერის უნარი.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად პირველ ეტაპზე რომელიც
გაიმართა 2019 წლის 11 აპრილს, კლასის პედაგოგი, მშობლები, ბიბლიოთეკარი
ტონია ჯაყელიძე, დაწყებითი კლასის მასწავლებელი ნარგიზ ხოზრევანიძე და დაწყებითი კლასების
კათედრიდან შეფასების ჯგუფის წარმომადგენელის მაკა ძირკვაძის თანდასწრებით გამოავლენს 3 ნახევარფინალისტს, რომლებიც
გამოვლინდება 1 წუთში წაკითხული სიტყვების რაოდენობით ტექსტი იქნება მოსწავლეებისათვის
უცნობი. ნახევარფინალში გადავა ის 5 მოსწავლე რომელიც წაიკითხავს 80-ე და მეტ სიტყვას.
კალიგრაფიას რაც შეეხება მოსწავლეები წარმოადგენენ წინასწარ
შესრულებულ ნაწერებს, საიდანაც 3 საუკეთესო ნაწერის ავტორი გადავა ნახევარფინალში
მეორე ეტაპი კონკურსისა ჩატარდება 2019 წლის 12 აპრილს
სადაც ესწრებოდა კლასიდან გამარჯვებული 5 მოსწავლე ერთმანეთს შეეჯიბრება კითხვის სისწრაფეში
მეორე ეტაპზე ობიექტური ჟიური გამოავლენს:
კლასიდან პირველ,
მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს.
გამარჯვებული
მოსწავლეები: ლევან დავითაძე , აჩი ანთაძე და ნინო ხუციშვილი დაჯილდოვდებიან
სიგელებით რომელსაც გადასცემს დირექცია და
ფასიანი საჩუქრებით.
Comments
Post a Comment