ბუნებისმეტყველების წრის „ადამიანი და ბუნება“-ს მეექვსე შეხვედრა


ბუნებისმეტყველების წრის „ადამიანი და ბუნება“-ს

მეექვსე შეხვედრა

26-02 2019 წელი

შეხვედრის თემა:როგორი ძალები არსებობს
მიზანი:მოსწავლეებმა განასხვავონ ერთმანეთისგან კონტაქტური და მანძილზე მოქმედი ძალები
შედეგი:მოსწავლე ატარებს ცდებს სხეულის მოძრაობაზე ძალის მოქმედების შედეგის გამოსავლენად;
განასხვავებს ერთმანეთისგან კონტაქტურ( მოქაჩვა, ბიძგი,) და მანძილზე მოქმედ(მაგნიტური მიზიდულობა და  დედამიწის მიზიდულობა) ძალებს.
მოსწავლეებმა მარტივი ცდები ჩაატარეს მაგნიტზე:
პირველ შემთხვევაში ჭიქაში ჩაყარეს რკინის  პატარა ლურსმნები.გარედან  მიადეს მაგნიტი და მაგნიტმა ამოაცოცა რკინის საგნები მაღლა.
მეორე  შემთხვევაში მაგნიტის საშუალებით ქაღალდი მიამაგრეს მაგნიტურ  დაფას
მესამე შემთხვევაში მოსწავლეებმა ქაღაკდის ერთ მხარეს მოათავსეს მაგნიტი ხოლო მეორე მხარეს  - რკინის საგანი, მაგნიტის ამოძრავებასთან ერთად იგივე სიჩქარით ამოძრავდა რკინის საგანიც.
ცდების ჩატარების შემდეგ მოსწავლეებმა თვალნათლივ დაინახეს და  გამოიტანეს შესაბამისი  დასკვნა
                            გთავაზობთ შეხვედრის ამსახველ ფოტო მასალას







Comments

Popular Posts