დაწყებითი კლასების კლუბ "გამრჯე ხელი "-ის დოკუმენტაცია


სსიპ  წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. ავრანლოს საჯარო  სკოლის კლუბ  ,,გამრჯე ხელი’’
წესდება
1.ზოგადი    დებულებები
1.1.სსიპ  წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. ავრანლოს  საჯარო  სკოლის კლუბი ,,გამრჯე ხელი“ (შემდგომში - კლუბი) დაფუძნებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე  მოსწავლეთა თვითმმართველობის   წევრთა ინიციატივით.
1.2.კლუბი  დაფუძნებულია   ერთი  სასწავლო წლისვადით.
1.3.კლუბს  აქვს  სახელწოდება,  
1.4 კლუბის  იურიდიული  მისამართი:   საქართველო,  წალკის მუნიციპალიტეტი სოფ.ავრანლო.
2.კლუბის  მიზნები  და  ამოცანები
2.1.  მოსწავლეთა  საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობების მიცემა;
2.2.მიღებული ცოდნის ადაპტირება ყოფა-ცხოვრებაში;
2.3. პრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბება;
2.4.წყვილებში, ჯგუფებსა და ინდივიდუალურად მუშაობის გამოცდილების მიღება-გაზიარება;
2.5.კლუბი უფლებამოსილია   განახორციელოს  ნებისმიერი  საქმიანობა,რომელიც  ემსახურება  კლუბისმიზნებს,ინტერესებს, ორიენტირებულია  შედეგზე   და  არ ეწინააღმდეგება  საქართველოს  კანონმდებლობას;
2.6. სასკოლო კლუბის  ძირითად მიზნებს წარმოადგენს მოსწავლეთათვის კლუბის ფარგლებში წარმოშობილი პრობლემური თუ საინტერესო საკითხების განხილვა. ასევე, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული უნარების განვითარებისათვის.

3. კლუბშიგაწევრიანება და წევრობის შეწყვეტა

3.1. კლუბის  წევრობა  ნებაყოფლობითია;
3.2.კლუბის  წევრი  შეიძლება  გახდეს  ამავე სკოლის დაწყებითი საფეხურის     მოსწავლე, რომელიც იზიარებს  კლუბის   მიზნებს;
3.3.კლუბის წევრობის მსურველმა  უნდა  მიმართოს კლუბს  წერილობით   ამ წესდების დანართი N1 -ით დამტკიცებული ფორმით;
3.4.კლუბის  წევრი  ვალდებულია   მიიღოს მონაწილეობა  კლუბის  საქმიანობაში,დაიცვას  წესდების  მოთხოვნები,  შეასრულოს  დავალებები  და  კლუბის  მიერ მღებული  გადაწყვეტილებები;
3.5.კლუბის  წევრს  ეკრძალება  იმოქმედოს ორგანიზაციის  სახელითკურატორთან  შეთანხმების  გარეშე;
3.6.კლუბი  პასუხისმგებელია მისი  წევრის  მხოლოდ  იმ საქმიანობაზე,რომელიც  დაკავშირებულია  კლუბის  საქმიანობასთან;
3.7.კლუბის  წევრს  უფლებამოსილება  უწყდება:
ა) პირადი  განცხადების  დაფუძველზე;
ბ)კლუბის  წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით,  როდესაც  მისი   საქმიანობა  ეწინააღმდეგება  კლუბის მიზნებს  და  უხეშად  არღვევს აღნიშნული  წესდების  დებულებებს;
გ) მოსწავლის ამორიცხვის, გარიცხვის, სტატუსის შეჩერების შედეგად.

4.კლუბის  მართვა  და გადაწყვეტილებების  მიღების წესი

4.1. კლუბს  შეიძლება  ჰყავდეს  კურატორი  (მასწავლებელი),  რომლის  უფლებამოსილებაა  უხელმძღვანელოს კლუბის  საქმიანობას, ერთპიროვნულად წარადგინოს კლუბი  მესამე  პირებთან, უხელმძღვანელოს  კლუბის  მიერ  განსახორციელებელი პროექტებისა  და  პროგრამების  შემუშავებასა  და  რეალიზაციას,  განაგოს  კლუბის ქონება;
4.2. გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლებით სარგებლობენ კლუბის წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დამსწრეთა უმრავლესობით.

5.კლუბის  მუშაობა

5.1.კლუბი  იკრიბება  საჭიროებიდან გამომდინარე;
5.2.კლუბი  მუშაობს   წინასწარ  შემუშავებული  სამოქმედო  გეგმით;
5.3. კლუბის კურატორი  ინტერნეტსივრცეში  ქმნის  blogger–ის  გვერდს, სადაც  განთავსდება ინფორმაცია  კლუბის სახელწოდება, კლუბის წესდება, სამოქმედო გეგმა და  ფოტომასალა კლუბის  საქმიანობის  შესახებ;
5.4. ამ წესდების მეორე მუხლით გათვალისწინებული  ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად კლუბის წევრები:
           ახორციელებენ კვლევას სკოლის მოსწავლეთა საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხვებზე;
           ორგანიზებას უწევენ კონკურსებსა და სხვადასხვა პროექტებს;
           უზრუნველყოფენ მოსწავლეთა ინფორმირებას კლუბის ფარგლებში წამოჭრილ სიახლეებთან დაკავშირებით;
           წინადადებებით მიმართავენ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას.

6. ცვლილებების შეტანა
 წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება შესაბამისი წინადადების მოსწავლეთა თვითმმართველობის საბაზო/საშუალო საფეხურის გაერთიანებულ სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების შედეგად.

7.კლუბის   საქმიანობის  შეწყვეტის საფუძვლები

კლუბის საქმიანობა წყდება:
ა) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებისგადაწყვეტილებით, თუკი კლუბმა დაკარგა აქტუალურობა (მოსწავლეებში დაინტერესება);
ბ) კლუბის მოქმედების ვადის გასვლით.
კლუბი ,, გამრჯე ხელი’’ სამოქმედო გეგმა
აქტივობა
ჩატარების დრო
პასუხისმგებელი პირები
1
პირველი შეხვედრა, წესდების გაცნობა,   მომავალი ღონისძიებების დაგეგმვა.
ოქტომბერი
კლუბის კურატორი და სკოლის თვითმარველობის წევრები.
2
მოცემული დროის განმავლობაში მოსწავლეები შეასრულებენ სხვადასხვა ნახატებსა  და  გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებს, პეიზაჟის, ნატურმორტის   თემებზე.  რომლის შემდეგაც გაიმართება საკლასო გამოფენები. სამუშაო შესრულებული იქნება როგორც ჯგუფური ასევე ინდივიდუალური.  გამოყენებული იქნება ფერადი ფანქრები, გუაშისა და აკვარელის საღებავები, პასტელინი, ფერადი ქაღალდები და სხვა. აგრეთვე მოსწავლეები ისწავლიან ქსოვის მარტივ მეთოდებს.

მოსწავლეები სხვადასხვა საგანში გააკეთებენ რესურსებს, რომელსაც გამოიყენებს დაწყებითი კლასების კათედრაც.
წლის განმავლობაში ყოველ ორ თვეში
კლუბის კურატორი და კლუბის მონაწილეები.
3
მოსწავლეები, რომლებიც შეასრულებენ სხადასხვა ნამუშევრებს მიიღებენ დირექციისგან ქების სიგელებს.
წლის განმავლობაში
კლუბის კურატორი და კლუბის მონაწილეები.
4
წლის ბოლოს მოხდება კლუბის ყველა წევრს კლუბის კურატორისგან ფულადი საჩუქარი
წლის ბოლოს
კლუბის კურატორი და დირექცია.
5
კლუბის  საქმიანობის ფოტო და ვიდეო მასალის გამოქვეყნება მოხდება  ინტერნეტ სივრცეში  .
წლის განმავლობაში
კლუბის კურატორი და კლუბის მონაწილეები.








დანართი N1

სსიპ -----------------------------------------
საჯარო სკოლის -------------------------
კლუბის კურატორს ----------------------------

                          ამავე სკოლის ---- კლასის მოსწავლე
--------------------------------------------
მშობლის ----------------------------------------


გ ა ნ ა ც ხ ა დ ი
გთხოვთ, ჩემი შვილი, სსიპ ---------------------------- საჯარო სკოლის --- კლასის მოსწავლე --------------------------------- გააწევრიანოთ ამავე სკოლაში შექმნილ ------------------------- კლუბში.

პატივისცემით,

განმცხადებელი:
თარიღი:

























Comments

Popular Posts