სტანდარტული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
გაკვეთილის თემა
|
კობა იმედაშვილის „ მოლაპარაკე თითები“
| |||||||||||||||||||||||||
მასწავლებელი
|
ნათელა შაინიძე
| |||||||||||||||||||||||||
საგანი
|
ქართული
| |||||||||||||||||||||||||
თარიღი
|
31 -05-2018.
| |||||||||||||||||||||||||
ხანგრძლივობა
|
45 წუთი
| |||||||||||||||||||||||||
კლასი
|
III
| |||||||||||||||||||||||||
მოსწავლეთა პროფილი
|
7 მოსწავლე სსსმ არა
| |||||||||||||||||||||||||
მიზანი
|
· მხატვრული ტექსტის კითხვა და ანალიზი
· გაბმული თხრობა
· ლექსიკური მარაგის გამდიდრება
· საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და დასაბუთება
· ბრძანებითი წინადადება
· ტექსტიდან ძახილი წინადადების ამოწერა
| |||||||||||||||||||||||||
მოსალოდნელი შედეგები
|
შეძლებენ მხატვრული ტექსტის კითხვასა და ანალიზს.გაუმდიდრდებათ ლექსიკური მარაგი.
განუვითარდებათ თანამშრომლობის, მსჯელობის, საკუთარი აზრის დასაბუთებისა და მოსმენის უნარი
ტექსტიდან ძახილი წინადადების ამოწერას..
| |||||||||||||||||||||||||
მისაღწევი შედეგების სტანდარტი
|
ქარ. III .2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მისმენა,გაგება და
და მათი შინაარსის გადმოცემა.
ქარ. III. 4. მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.
ქარ. III. 5.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის
ილუსტრირებულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება.
ქარ. III. 7. მოსწალეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი
დამოკიდებულების გამოხატვა.
ქარ. III. 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას და ან თავად შექმნას სხვა
დასხვა ტიპის ტექსტი ვიდეო და აუდიომასალა.
ქარ. III.10.მოსწავლეს შეუძლია კითხვის ზოგიერთი სტრატეგიის გამოყენაბა.
| |||||||||||||||||||||||||
საჭირო წინარე ცოდნა
|
· იციან ადამიანის ყველა თითის სახელწოდებები თანმიმდევრობით.
· განასხვავებენ ერთმანეთისაგან ადამიანების განმასხვავებელ თვისებებს გულუხვობასა და სიძუნწეს
| |||||||||||||||||||||||||
შეფასება და თვითშეფასება
|
სააზროვნო და სოციალური უნარ-ჩვევები.
| |||||||||||||||||||||||||
რესურსი
|
მასწავლებლის წიგნი,მოსწავლის წიგნი, აქტივობების რვეული,კომპიუტერი, ფერადი ფანქრები,ფლიფჩარტის ქაღალდები,მარკერები,პროექტორი.წინასწარ მოძიებული ვიდეო.
| |||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის მსვლელობა
|
აქტივობა:1.
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება (3 წთ)
მიზანი:მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემასა და მიზანს, ახდენს საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას. მოსწავლეებთან ერთად აღწერს შეფასების ფორმებსდა რუბრიკებს, რომელსაც გამოიყენებენ გაკვეთილის პროცესში. ასევე, ახსენებს კლასში მუშაობის წესებს.
აღწერა: ვკითხულობ სიას, ვაცნობ გაკვეთილის თემას და მიზანს. ვუხსნი როგორი სამუშაო ელოდებათ გაკვეთილი სდროს. ვაცნობ კლასის ორგანიზების ფორმებს. შევახსენებ მეთოდებს, რომელთა საშუალებითაც მათ მოუწევთ მუშაობა და ერთად განვიხილავთ შეფასების რუბრიკებს, რომელთა გამოყენებასაც საგაკვეთილო პროცესში მოვახდენთ.
აქტივობა 2 .გამოწვევა ( 5 წთ)
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი
მიზანი: წინარე ცოდნის შემოწმება .
აღწერა: მოსწავლეთა გაკვეთილზე ჩართულობის მიზნით მასწავლებელი უსვამს მოსწავლეებს კითხვებს.
1. ჩამოთვალეთ ადამიანის ხელის თითების სახელწოდებები
2. რა განსხვავებაა მათ შორის?
3.გაიხსენეთ გამოცანა თითებთან დაკავშირებით.
4. როგორ ადამიანს ქვია ძუნწი და როგორი თვისებაა იგი?
5.რას გამოხატავს ძახილის წინადადება?
აქტივივობა 3. ახალი მასალის ახსნა ( 10 წთ)
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა: ჯგუფური მუშაობა
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებს განუვითარდებათ მსჯელობისა, საკუთარი აზრის ჩამოყალიბებისა და დასაბუთების უნარი.
აღწერა: მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს აძლევს დავალებას: სიტყვები, ერთი, ცოდოა, ჭამაშიც კაცი. დაალაგონ ისე, რომ ანდაზა მიიღონ (ერთი კაცი ჭამაშიც ცოდოაო) შეადგინონ ამ ანდაზის მიხედვით პატარა ტექსტი. მოსაფიქრებლად ეძლევათ რამდენიმე წუთი. შემდეგ ჯგუფის ერთერთი წევრი აკეთებს პრეზენტაციას.
აქტივობა 4 .ვიდეოს ჩვენება (7წთ)
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი.
აქტივობის მიზანი:.ახალი მასალის ახსნა ინოვაციური მეთოდით.
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ინტერნეტში წინასწარ მოძიებულ ვიდეოს. მოსწავლეები თვალნათლივ ხედავენ და აღიქვამენ იმ სურათს რაც მოცემულ გაკვეთილში ხდება. ვიდეოს ყურების პროცესში მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს გაუგებარ სიტყვებს და გამოთქმებს ხოლო ვიდეოს დამთავრების შემდეგ იმსჯელებენ თუ რომელ ჟანრს განეკუთვნება მოსმენილი ტექსტი: იგავ-არაკია, ზღაპარი თუ მოთხრობა (ზღაპარია) რატომ ?
აქტივობა 5 (6 წთ)
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი
მიზანი: მოსმენილი ტექსტის გაგება გააზრება
აღწერა: ახალი მასალის გააზრების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს შეკითხვებს.
რამდენი კაცია ამ ნაწარმოების გმირი?
როგორია პირველი კაცი?
რისი ეშინოდა ძუნწს?
როგორია მეორე კაცი?
რისი თქმა სურს მწერალს ჩვენთვის?
ნაწარმოების რა ადგილას ჩანს ეს?
გაიხსენეთ ის ანდაზები, რომელიც შეეფერება ამ ნაწარმოებს.
რა მოეწონათ და რატომ?
რა არ მოეწონათ და რას შეცვლიდნენ? –
აქტივობა 6. სამუშაო რვეულში მუშაობა ( 5-წთ)
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი
მიზანი: ტექსტის მათი მოსაზრებით დასრულება
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს გადაშალონ აქტივობის რვეული გაკვეთილის შესაბამის პარაგრაფზე და შეასრულონ დავალება N-2
აქტივობა 6.
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა: წყვილებში მუშაობა (4+2 წთ)
მიზანი: ახალი მასალის ტექსტზე მუშაობა.
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის , რომ მოცემული ტექსტიდან ამოწერონ რამდენი ძახილის წინადადებაა? მათგან რამდენი გამოხატავს ნატვრას? წყენას? სინანულს? წაიკითხონ ისინი.
აქტივობა 7. შეფასება (3წთ)
საშინაო დავალების მიცემა.სახელმძღვანელოში გვ 139 „ მოლაპარაკე თითები ‘’ წერით დავალება აქტივობის რვეულში დავალება 4, 5
მოსწავლეთა შეფასება წინასწარ მომზადებული შეფასების რუბრიკების გამოყენებით.
| |||||||||||||||||||||||||
რეფლექსია
მიმდინარე წლის 31 მაისს ავრანლოს საჯარო სკოლის III კლასში ჩავატარე სტანდარტული გაკვეთილი ქათულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე: ,,მოლაპარაკე თითები“
გაკვეთილის მიზანი იყო: მხატვრული ტექსტის კითხვა და გააზრება, გაბმული თხრობა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და დასაბუთება, ბრძანებითი წინადადებების ამოწერა ტექსტიდან.
მოსწავლეებს მათთვის გასაგებ ენაზე ავუხსენი გაკვეთილის მიზანი.
გაკვეთილი ჩატარდა გეგმის მიხედვით და გეგმაში რაიმე ცვლლებები არ განმიხორციელებია.
დაგეგმილი აქტივობების: 1. წინარე ცოდნის შემოწმების, 2. ახალი მასალის ახსნის, 3. ვიდეო მასალის გამოყენების, 4. მოსმენილი ტექსტის გაგება გააზრების საშუალებით მივაღწიე შედეგს.
ყველა აქტივობის დროს მოსწავლეთა ჩართულობა იყო მაღალი, ყველა მოსწავლეს ერთნაირად ჰქონდა აზრის გამოთქმის საშუალება, ერთნაირად ჰქონდა სასწავლო მასალაზე წვდომა. ჯგუფურ და წყვილებში მუშაობის დროს იყო კეთილგანწყობილი ურთიერთობა, ასევე კარგი იყო მასწალებელსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობა.
ჯგუფური მუშაობის წინ მოსწავლეებს მკაფიოდ და მათთვის გასაგებად ავუხსენი ჯგუფში მუშაობის წესები და განუსაზღვრე დრო.
მოსწავლეებისათვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ვიდეო მასალის ჩვენება, ჩვენების შემდეგ მოსწვლეებმა ამომწურავი პასუხი გასცეს დასმულ შეკითხვებს.
კაგი იყო მუშაობა სამუშაო რვეულში იდივიდუალურად და წყვილებში მუშაობა, ამ აქტივობის დროს ნათლად გამოჩნდა მოსწავლეთა ათვისების უნარი, მოსწავლეებმა კარგად გაარჩიეს ძახილის წინადადების ჟანრები.
ხელმეორედ რომ ჩავატარო გაკვეთილი აუცილებლად შევიტანდი შენიშვნებს მოსწვლეთა შეფასებაში, კერძოდ ყველა აქტივობის განხორციელების დროს შევაფასებდი მოსწვლის წარმატებასაც და წარუმატბლობასაც, მექნება კონკრეტული უკუკავშირები.
Comments
Post a Comment