სტანდარტული გაკვეთილი ბუნების მეტყველებაში.

გაკვეთილის თემა
სასარგებლო პროდუქტი
მასწავლებელი
ნათელა შაინიძე
საგანი
   ბუნებისმეტყველება-ჩვენი გარემო
თარიღი
11-05-2018.
ხანგრძლივობა
45 წუთი
კლასი
III
მოსწავლეთა პროფილი
7  მოსწავლე  სსსმ არა
მიზანი
მოსწავლეებმა შეძლონ  და ამოიცნონ საკვები პროდუქტებიდან სასარგებლო პროდუქტები. ახსნან რატომ არისის სასარგებლო. მოამზადონ ბარათების საშუალებით რომელიმე კერძი. იმსჯელონ სასარგებლო იქნება თუ არა მათი მომზადებული კერძი ადამიანის ჯანმრთელობისთვის და დაასაბუთონ მათი მოსაზრებები.
მოსალოდნელი შედეგები
შეძლებენ  საკვები პროდუქტების  დასახელებას და ახსნას თუ რატომ არის მოცემული პროდუქტები სასარგებლო.
განუვითარდებათ თანამშრომლობის, მსჯელობის, საკუთარი აზრის დასაბუთებისა და მოსმენის უნარი.

მისაღწევი შედეგების სტანდარტი
ბუნ.III.9. მოსწავლეადგენს კვების  საკუთარ რაციონში შემავალი პროდუქტების სიას და გამოყოფს ადამიანისთვის აუცილებელ საკვებ პროდუქტთა ჯგუფებს(მაგ ბოსტნეული, მარცვლეული,რძის პროდუქტები)
საჭირო წინარე ცოდნა
·         იციან საკვები პროდუქტების დაჯგუფება;
·          განასხვავებენ ერთმანეთისაგან მცენარეულ და ცხოველურ სახის საკვებს;
შეფასება და თვითშეფასება
 სააზროვნო უნარ-ჩვევები, სოციალური უნარ-ჩვევები.
რესურსი
მასწავლებლის წიგნი,მოსწავლის წიგნი, სამუშაო რვეული,კომპიუტერი, ფერადი ფანქრები,ფლიფჩარტის ქაღალდები,მარკერები,პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა:1.
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება    (3 წთ)
მიზანი:მასწავლებელი მოსწავლეებაცნობსგაკვეთილითემასა და მიზანს, ახდენს საორგანიზაციო საკითხებისმოგვარებას. მოსწავლეებთან    ერთად აღწერს შეფასებისფორმებსდა რუბრიკებს, რომელსაც გამოიყენებეგაკვეთილისპროცესში. ასევე, ახსენებს კლასში მუშაობის წესებს.
აღწერა: ვკითხულობ სიას, ვაცნობ გაკვეთილის თემას და მიზანს. ვუხსნი როგორი სამუშაო ელოდებათგაკვეთილისდროს. ვაცნობკლასისორგანიზებისფორმებს. შევახსენებ  მეთოდებს, რომელთსაშუალებითაცმათმოუწევთმუშაობდაერთადგანვიხილავთშეფასებისრუბრიკებს, რომელთგამოყენებასაც საგაკვეთილოპროცესშიმოვახდენთ.
აქტივობა 2 .გამოწვევა( 7 წთ)
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა:   მთელი კლასი
აღწერა: მოსწავლეთა გააქტიურების მიზნით კითხვების დასმა დაწინასწარ მომზადებული powerPoint-ის გამოყენებით პრეზენტაციის ჩვენება. გონებრივი იერიშის მეთოდითმოსწავლეთა გააქტიურება.
  1.   რა სახის საკვები პროდუქტები იცით?
 2. რა განსხვავებაა მათ შორის?
3.ჩამოთვალეთ მცენარეულინ საკვები?
4.  ჩამოთვალეთ ცხოველური საკვები?
5. დაასახელეთ რძის პროდუქტები, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ?
7 . როგორ ფიქრობთ რომელი პროდუქტებია ადამიანის ჯანმრთელობისათვის უფრო სასარგებლო?
აქტივივობა 3. ახალი მასალის ახსნა                   ( 11 წთ)
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა:   მთელი კლასი
1.გარდა ამ პროდუქტებისა კიდევ რომელი პროდუქტები იცით?
2. რა არის ხეხილი?   როგორ ბაღს ვუწოდებთ ხეხილის ბაღს?  რა შემადგენლობით ხასიათდება ხილი?   (ჩამოთვალეთ ხილი რომელიც იცით)
და ვუჩვენებ წინასწარ მომზადებული  პრეზენტაციასpowerPoint-ის ფორმატით სლაიდების ჩვენება.
3 . რა იცით ვიტამინის შესახებ?
მასწავლებლის მინილექცია თემაზე:  რა  არის ვიტამინი?
აქტივობა 4. პატარა მზარეულები             ( 7 წთ)
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა: ჯგუფური მუშაობა
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებს განუვითარდებათ მსჯელობისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარი
აღწერა: ჯგუფებს ვაძლევ ბარათებზე დახატულ პროდუქტების სიას და ვთხოვ,რომ მათი გამოყენებით მოამზადონ რომელიმე კერძი, იმსჯელონ თუ რატომ აირჩიეს ეს კერძი და რა პროდუქტები გამოიყენეს მის მოსამზადებლად.დაასაბუთონ თუ რამდენად სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ამ პროდუქტებისგა მომზადებული კერძი.
ჯგუფის ერთერთი წევრი აკეთებს პრეზენტაციას    (3- წთ)
აქტივობა 5. მუშაობა სამუშაო რვეულში  „სასარგებლო პროდუქტი“(6წთ)
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა:   ინდივიდუალური
აქტივობის მიზანი:მოსწავლემ შეძლოს სასარგებლო პროდუქტის დასახელება და პროდუქტთა ამათუიმ ჯგუფისათვის მიკუთვნება.მოსწავლეებს განუვითარდებათ: ლოგიკური სააზროვნო და თვითმართვის უნარები.
აღწერა:მასწავლებელი აწვდის ინსტრუქცია შესასრულებელ დავალებასთან დაკავშირებით. მოიფიქრე და პირველი რიგის უჯრებში ჩახატე რომელიმე სამი სასარგებლო პროდუქტი თითო ბოსტნეული,ხილეული, რძის პროდუქტი,გააგრძელე ჩახატვა ისე რომ ყოველ მომდევნო რიგში მათი თანმიმდევრობა სხვადასხვა იყოს.სამუშაოს დასრულების შემდეგ მასწავლებელი ამოწმებს შესრულებულ სამუშაოს და იმართება საკლასო საუბარი შესრულებულ დავალებასთან დაკავშირებით.
აქტივობა 6.სვეტოვან  დიაგრამაზე მუშაობა( 5წთ)
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი
მიზანი:მცენარეული და ცხოველური საკვების ჩამოთვლა
აღწერა: წინასწარ ფლიფჩარტის ქაღალდზე მოვამზადებ სვეტოვან  დიაგრამას, რომელიც შედგება ორი სვეტისგან. მოსწავლები გამოვლენ და დამოუკიდებლად  ერთ სვეტში ჩაწერენ მცენარეულ პროდუქტებს, ხოლო მეორე სვეტში ცხოველურ პროდუქტებს.
აქტივობა 7.  შეფასება(3წთ)
საშინაო დავალების მიცემა.სახელმძღვანელოში გვ 51  სასარგებლო პროდუქტი . წერით დავალება-იპოვე  შეცდომა და გაასწორე.
მოსწავლეთა შეფასება წინასწარ მომზადებული შეფასების რუბრიკების გამოყენებით.

კრიტერიუმები
ძალიან კარგია
კარგია
საშუალოა
საჭიროებს გაუმჯობესებას
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს კიდეც საკლასო მსჯელობებს
ყოველთვის მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს აქვს მდიდერი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ-გამომსახველობით  საშუალებებს
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულად სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
იცავს მართლმეტყველების ელემენტებს მეტ-ნაკლებად გამართულად საუბრობს
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
ყოველთვის დამაჯერებლად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკთარ მოსაზრებას
ხშირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
უჭირს გამართულად საუბარი ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
სხვისი აზრის პატივისცემა დემონსტრირება
უსმენს  სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამონათქვამი მოსმენილზე დაყრდნობით კორექტულად და ამჟღავმებს სხვის აზრის მიმართ პატივისცემას
უსმენს სხვის და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დასრულებას
არ უსმენს სხვებს და არ აცდის საუბრის დასასრულს
















რეფლექსია
  გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებმა შეძლონ და ამოიცნონ საკვები პროდუქტებიდანსასარგებლო პროდუქტები, ახსნან რატომ არის ესა თუის პროდუქტი სასარგებლო, მოამზადონ ნახატებიანი ბარათების საშუალებით რომელიმე კერძი, იმსჯელონ სასარგებლო იქნება თუ არა ადამიანის ჯანმრთელობისათვის და დაასაბუთონ მათი მოსაზრებები.
   დღეს შევძელი გაკვეთილი ჩამეტარებინა გეგმის მიხედვით. დაგეგმილმა აქტივობებმა საშუალება მომცა სრულად მიმეღწია გაკვეთილის მიზანს. გეგმაში კორექტირება არ შემიტანია.
   გამოწვევის ფაზაზე გავააქტიურე მოსწავლეთა წინარე ცოდნა გეგმის მიხედვით, რომლის მეშვეობითაც მოხდა მოსწავლეების ჩართვა სასწავლო საგაკვეთილო პროცესში. სიღრმისეული წვდომის პროცესში გამოვიყენე აუდიო მასალა. განსაკუთრებით საინტერესო იყო ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა, სადაც გამოჩნდა მოსწავლეთა ათვისების უნარი და ინტერესი გაკვეთილის მიზნისადმი. ამ აქტივობების დროს მოსწავლეებმა გამოიტანეს დასკვნა, ჯანსაღი კვება თანამედროვე ცხოვრებაში ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ამ აქტივობებისას მოსწავლეთა ჩართულობა იყო მაქსიმალური.
  გაკვეთილის ჩატარებისას ყველა მოსწავლეს ჰქონდა საშუალება ჩართულიყო საგაკვეთილო პროცესში, მქონდა გათვალისწინებული მოსწავლეთა ინდივიდუალური თვისებები, ყველა მოსწავლეს თანაბრად ჰქონდა რესურსებზე წვდომა.
გაკვეთილის დადებითი მხარეების მიუხედავად, ვფიქრობ გაკვეთილი უფრო უკეთესი იქნებოდა თუ უკუკავშირის სახით გაკვეთილის მიმიდინარეობის პროცესში ხშირად გამოვიყენებდი განმავითარებელ კომენტარებს და აგრეთვე კარგი იქნებოდა გაკვეთილისათვის მიმეცა უფრო მეტი პრაქტიკულობა.
   გაკვეთილის ამსახველი ფოტომასალა ატვირთულია ბლოგზე.
მისამართი:  natela1955.blogspot.com



Comments

Popular Posts