2017-2018 ს/წელს ავრანლოს საჯარო სკოლის მესამე კლასში საგნობრივი წრე „ბალავარი“ ფუნქციონირებს და საქმიანობის ორ სემესტრს მოიცავს.
წრეს ხელმძღვანელობს გამოცდილი მასწავლებელი, ნათელა შაინიძე.
წრე ტარდება კვირაში ორჯერ და წრეზე განსახილველი თემები წინასწარ არის გაწერილი, რომელიც ემსახურება მოსწავლის, როგორც სააზროვნო, ასევე წერისა და კითხვის უნარების განვითარებას.
წრის მიზანია მოსწავლეებისათვის საკუთარი ძალების რწმენის ჩანერგვა და მათთვის დადებითი დამოკიდებულების გამომუშავება ქართული ენის წესებისა და, საერთოდ, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დაცვის მიმართ.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წრის მუშაობა დადებითად აისახა ქართული ენის სწავლების შედეგებზე და ერთი-ორად გაიზარდა მოსწავლეთა ცოდნის დონე.







Comments

Popular Posts