მათემატიკის კლუბ „ბალავარი“-ს
      შეხვედრის გეგმა

სკოლა
ავრანლოს საჯარო სკოლა
საგანი
მათემატიკა
სწავლების საფეხური
დაწყებითი
ჩატარების თარიღი
30--XI        2017 წელი
მოსწავლეთა რაოდენობა
13
კლუბის ხელმძღვანელი
ნათელა შაინიძე
შეხვედრის თემა

ლოგიკური ამოცანები    (ამოცანები  ლოგიკური აზროვნების განსავითარებლად)
შეხვედრის   მნიშვნელობა-აქტუალურობა

მოსწავლეები  შეძლებენ:
Ø  შეძლებენ  ლოგიკურ ამოცანებზე აზროვნებასა და სწორი დასკვნების გაკეთებას.
Ø   
მოსწავლეებსგანუვითარდებათ:
         >ლოგიკური სზროცნება, ფსიქიკური, გონებრივი და შემეცნებითი უნარი
     
Ø  მსჯელობისა და,დისკუსიის უნარი , გაუღრმაოს მოსწავლეებს მათემატიკისადმი სიყვარული და ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი მუშაობისა და ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარებას.

 შეხვედრის       მიზნები    და მოსალოდნელი   შედეგები
მიზნები:
        >ფსიქიკური, გონებრივი, და შემეცნებითი   ჩვევების ერთობლიობა, რომელიც დაბადებიდან უყალიბდება ბავშვს, ხოლო  მასწავლებლის უმთავრესი ამოცანაა დაეხმაროს მოსწავლეს თითოეული ამ ჩვევის  სწორ მიმართულებით განვითარებაში,  რაც საშვალებას მისცემს მას ისწავლოს სწორი დასკვნების გაკეთება.
Ø  გაუღრმაოს მოსწავლეებს მათემატიკისადმი სიყვარული და ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი  მუშაობის უნარის განვითარებაში

შედეგები
Ø  შეძლებენ   ლოგიკურ აზროვნებას. სწორი დასკვნების გაკეთებას. აზრის გამოთქმასა,  დასაბუთებასა და დამოუკიდებლად მუშაობას.
 
შეხვედრის  ორგანიზების ფორმა
ინდივიდუალური,  .
სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსიები
 , ტესტები  ლოგიკურ ამოცანებზე  .დაფა, ცარცი კალამი. 
რეფლექსია
 მოსწავლეებში დიდი ინტერესი და  კმაყოფილება გამოიწვია ამოცანების  ამოხსნა ლოგიკურ ამოცანებზე t  .

ტესტები  ლოგიკურ ამოცანებზე  2
                                        წელიწადის რომელი თვე?
1         წელიწადის რომელი თვე შედგება  30 დღისგან?
                                  
                             ექიმი და პაციენტი
2         ექიმმა პაციენტს 3 ნემსი დაუნიშნა. თითო ნემსი ყოველ ნახევარ საათში. რამდენ ხანში გაიკეთებს პაციენტი ყველა ნემსს?

                              პილოტის წლოვანება
3         შენ ხარ თვითმფრინავის  პილოტი, რომელიც მიფრინავს თბილისიდან ლონდონში სტამბოლის გავლით. ფრენის ხანგრძლივობა 2 საათია. რამდენი წლის არის პილოტი.?

                                               ძაღლები და ქათმები.
4.  ეზოში  დადიან   ძაღლები და ქათმები. მათ ყველას ერთად 10  ფეხი აქვთ. რამდენი ძაღლი და რამდენი ქათამია ეზოში?

                                      5-    ჭიქები მაგიდაზე
       
 მაგიდაზე სამი მარწყვით სავსე ჭიქა დევს. გიორგიმ ერთ-ერთი ჭიქიდან მარწყვი შეჭამა და ცარიელი ჭიქა  მაგიდაზე დადო. რამდენი ჭიქა დევს მაგიდაზე?

                              6-        კალიები
  მდელოზე სამი კალია  დახტოდა. მათთან სტუმრად ზღარბი  მოვიდა. რამდენი ნწერია მდელოზე?
                                             7  თუთიყუშები და  კატა

ხის ტოტზე იჯდა   4 თუთიყუში. კატამ ისკუპა, მაგრამ ვერც ერთი ვერ დაიჭირა. რამდენი თუთიყუში ზის ტოტზე?

                                                    8  დები
მარი და ნანა დები არიან. მარიმ თქვა, რომ  2 ძმა ჰყავს ნანამაც თქვა, რომ2 ძმა ჰყავს. რამდენი ბავშვია ოჯახში?

                                                       9-    თვითმფრინავში
          თქვენ ზიხართ თვითმფრინავში, თქვენ წინ ცხენია, ხოლო უკან ავტომობილი. სად იმყოფებით?

                                                       10-        მაღალი
ვინ ხდება მაღალი როცა დაჟდება?

                                                            11-ბაღში
  ეკა მთელი შემოდგომა, ზამთარი და გაზაფხული დადიოდა ბაღში,ხოლო გიორგი-მთელი წელი,რომელი ბავშვი უფრო დიდხანს დადიოდა ბაღში?

                                                          12 რომელ სართულზე?
   ნინო  ცხოვრობს მე-7 სართულზე . თეას ბინა  ნინოს ზევით არის. რომელ სართულზე ცხოვრობს თეა?

                                                         13-სამკუთხედი
        როგორ უნდა წარმოვიდგინოთ  მხოლოდერთი ჩხირის საშუალებით მაგიდაზე სამკუთხედი?

                                                          14-რომელ კითხვაზე?
რომელ კითხვაზეა შეუძლებელი პასუხის გაცემა „დიახ“?

                                                                15-შარშანდელი თოვლი
 როგორ შეიძლება ვნახოთ შარშანდელი თოვლი?

                                                                        16-ქვები
        როგორი ქვებიარ არის ზღვაში?

                                                  17-   ფანქარი
   ფანქარი დადეს იატაკზე და სთხოვეს რამდენიმე ადამიანს ზედ გადამხტარიყვნენ. მაგრამ ამის გაკეთება ვერავინ შეძლო, რატომ?

                                                         18-ვაშლები
    სანდრო ჭამდა დიდ და მჟავე ვაშლს. ნიკა- დიდ ტკბილ ვაშლს. რა აქვთ ვაშლებს საერთო და რა განსხვავებული?
                                       
                                                                  19  ვინ უფრო სწრაფია
    ნინო სალომეზე სწრაფია. ხოლო  სალომე სწრაფია თეონაზე. ვინ არის ყველაზე სწრაფი?









Comments

Popular Posts