მათემატიკის კლუბ „ბალავარი“-ს
შეხვედრის გეგმა
სკოლა
|
ავრანლოს საჯარო სკოლა
|
საგანი
|
მათემატიკა
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი
|
ჩატარების თარიღი
|
14--XII 2017 წელი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
11
|
კლუბის ხელმძღვანელი
|
ნათელა შაინიძე
|
შეხვედრის თემა
|
სახალისო შეკითხვები
|
შეხვედრის მნიშვნელობა-აქტუალურობა
|
მოსწავლეები შეძლებენ:
Ø შეძლებენ შეკითხვებზე ლოგიკურ აზროვნებასა და სწორი დასკვნების გაკეთებას.
Ø
მოსწავლეებსგანუვითარდებათ:
>ლოგიკური აზროვნება, ფსიქიკური, გონებრივი და შემეცნებითი
უნარი
Ø მსჯელობისა და,დისკუსიის უნარი , გაუღრმაოს მოსწავლეებს მათემატიკისადმი სიყვარული
და ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი მუშაობისა და ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარებას.
Ø ვინ უფრო სწრაფად და
სწორად უპასუხებს დასმულ შეკითხვებს
|
შეხვედრის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
|
მიზნები:
>გაუღვივოს ბავშვებს ცოდნის შეძენის სურვილი შესაძლებლობა მისცეს მას დამოუკიდებლად
შეამოწმოს თავისი ცოდნა: ხელი შეუწყოს მისი
ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.სწორი მეტყველების პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლებას
მათ საფუძვლიან შესწავლამდე; აზროვნების განვითარებას, ისეთი ჩვევების დაუფლებას,
როგორიცაა -დამოუკიდებელი მუშაობა, დაკვირვებულობა, მიხვედრილობა. შეკითხვის სწორი დასმა, აზრის სიტყვიერად ზუსტად და სწრაფად გადმოცემა
და სხვა.
Ø გაუღრმაოს მოსწავლეებს მათემატიკისადმი სიყვარული.
შედეგები
Ø
შეძლებენ ლოგიკურ აზროვნებას. სწორი დასკვნების გაკეთებას.
აზრის გამოთქმასა, დასაბუთებასა და დამოუკიდებლად მუშაობას.
|
შეხვედრის ორგანიზების ფორმა
|
ინდივიდუალური,
ჯგუფური .
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსიები
|
, ტესტები
ლოგიკურ ამოცანებზე .დაფა, ცარცი
კალამი.
|
რეფლექსია
|
მოსწავლეებში დიდი ინტერესი და კმაყოფილება გამოიწვია ჯგუფურმა მუშაობამ მათ
შორის მოეწყო შეჯიბრი ვინ უფრო სწრაფად და სწორად უპასუხებს დასმულ შეკითხვებს. გართობის ფორმით წარმართული ამგვარი მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა
საინტერესო და სასარგებლო საქმიანობაში ჩართვას.
მათი შემეცნებითი ინტერესების გაფართოებას პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდას.ურთიერთთანამშრომლობას.
|
შეკიხვები
ლოგიკურ ამოცანებზე:
1
სად უფრო
ხმამაღლა ისმის მაღვიძარას ხმა- ოთახში თუ გაშლილ სივრვეში?
2
რა პქვია
ფიჭვის ან ნაძვის ანახეთქის ფისიან ნაჭერს, რომელიც სანთელივით იწვის?
(მუგუზალი,კვარი, ჭრაქი, კევი)
3
ყინულს
თუ ქურქში შევახვევთ მისი დნობა დაჩქარდება თუ შენე-
ლდება?
4
რომელი სიტყვა შეესაბამება მანდილოსანს?
(მამაკაცი, ქალი, გოგონა
ვაჟკაცი)
5
ორი ათეული გაამრავლე სამ ათეულზე
რამდენ ასეულს მიიღებ?
6
რომელი ოკეანე არ არსებობს?
(ატლანტის,წყნარი,
ხმელთაშუა, ინდოეთისა,ჩრდილო-ყინულოვანი)
7
რომელი სიტყვა ნიშნავს საქონლის შემოტანას საზღვარგარეთიდან?
(იმპორტი,ექსპორტი,ექსპერტი, ექსპრესი)
8
თოვლიან ზამთარში მთვარე უფრო ნათელია ვიდრე ზაფხულში რატომ?
(ელექტრო ნათურები უწყობს ხელს, მთვარიან ღამეში თოვლი სინათლეს აირეკლავს
9
რომელი
სიტყვა ნიშნავს სწრაფად მოძრაობას?
(ტაატით,
ტორტმანით, შურდულივით,ბარბაცით, ნელა, აუჩქარებლად)
10 ვინ იყო თამარ მეფე დავით აღმაშენებლისათვის?
(დედა, შვილი, შვილიშვილი, ბიძაშვილი)
11 რომელი კვერცხი უფრო დიდხანს იტრიალებს,
თუ დავაბზრიალებთ- მოხარშული თუ მოუხარშავი?
12 რომელი სიტყვით გამოიხატება მოკრძალებული დამოკიდებულება პიროვნებისადმი? (
აყლაყუდა,, აწოწილი, ახოვანი,)
13 რა შემთხვევაში არ შეიძლება ოთახში ცეცხლის ანთება ან დენის ჩართვა?
(წყლის მილის გახეთქვის,
გაზის გაჟონვის, ბინის დატბორვის)
14 რა უნდა დაუმატოთ ჩამოთვლილ
სიტყვებს მათგან კიდევ ახალი სიტყვები რომ მივიღოთ? ( ქუდმოგლეჯილი, ჩაქანდრული
გამოდებული, გასიებული, ლაფდასხმული).





Comments
Post a Comment